"აღმოაჩინე საუკეთესო აბიტურიენტის" ფარგლებში, EU თელავის მე-4 სკოლის აბიტურიენტს სწავლას სრულად დაუფინანსებს

2018 წლის 25 მაისს, ევროპის უნივერსიტეტის წარმომადგენლები თელავის მე-4 საჯარო სკოლის 12-ე კლასელების "ბოლო ზარს" დაესწრნენ და  EU-ს პროექტ "აღმოაჩინე საუკეთესო აბიტურიენტის" გამარჯვებული - სალომე სეხნიაშვილი გამოავლინეს. გარდა ამისა, აღნიშნული პროექტის 2017 წლის ერთ-ერთმა გამარჯვებულმა - ნინი ლოქაფიშვილმა მე-4 საჯარო სკოლის უკვე ყოფილ მოსწავლეებს სიმბოლური საჩუქრებიც გადასცა. 

ევროპის უნივერსიტეტი პროექტ  "აღმოაჩინე საუკეთესო აბიტურიენტს" უკვე მეორე წელია ახორციელებს. 2017-2018 სასწავლო წელს, აღნიშნული პროექტის ფარგლებში თელავისა და ზესტაფონის სკოლებმა 5 საუკეთესო აბიტურიენტი გამოავლინეს, რომელთა სწავლასაც ევროპის უნივერსიტეტი სრულად აფინანსებს.

 

გააზიარე გვერდი: