სტრასბურგის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ინსტიტუტი ჩაატარებს ტრენინგს საერთაშორისო სისხლის სამართალში

2018 წლის 11-15 ივნისს, რენე კასინი ფონდი - სტრასბურგის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ინსტიტუტი, ევროპის უნივერსიტეტთან, შავი ზღვის უნივერსიტეტთან, საქართველოში საფრანგეთის საელჩოსა და საქართველოში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ოფისთან პარტნიორობით, საერთაშორისო სისხლის სამართალში ტრენინგს ჩაატარებს.

 სტრასბურგის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ინსტიტუტი ევროპის უნივერსიტეტს უკვე მეორედ ეწვევა. აღნიშნული ინსტიტუტი მდებარეობს სტრასბურგში და არის სრულად დამოუკიდებელი ორგანიზაცია, რომელიც ტრენინგებს ატარებს ადამიანის უფლებების საერთაშორისო სამართალში, როგორც სტრასბურგში, ისე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.

პროექტში შეუძლია ჩაერთონ:

  • მაგისტრები, მოსამართლეები და სამართლის ექსპერტები
  • პროფესორები და მკვლევრები
  • სტუდენტები, რომლებმაც წარმატებით დაასრულეს სამართლის ბაკალავრი
  • ადამიანის უფლებებზე მომუშავე აქტივისტები და არასამთავრობო ორგანიზაციები
  • ნებისმიერი დაინტერესებული პირი, რომელსაც აქვს ადამიანის უფლებების სფეროში მუშაობის სურვილი და გამოცდილება.

მსურველებმა რეგისტრაცია ამ ბმულზე უნდა გაიარონ.

რეგისტრაციის საფასური - 100 €

სტუდენტური ფასადაკლება - 50 €

აპლიკაციის მიღების (რეგისტრაციის) ბოლო ვადაა 2018 წლის 31 მაისი.

დამატებითი კითხვებისთვის დაუკავშირდით ელზა ზიმერს: https://www.iidh.org/UK/index.php?p=page&idP=9&pays=9

გააზიარე გვერდი: