EU-ს სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს კონფერენციაში „საქართველოს ეკონომიკური განვითარების პერსპექტივები“
ევროპის უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის, ტურიზმის ადმინისტრირების სპეციალობის სტუდენტებმა მონაწილება მიიღეს სტუდენტთა მეხუთე საუნივერსიტეტთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში - „საქართველოს ეკონომიკური განვითარების პერსპექტივები“. ღონისძიება სსიპ - გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში 2018 წლის 24 მაისს ჩატარდა. ევროპის უნივერსიტეტიდან კონფერენციაში მონაწილეობდნენ: ლიკა ვარდოსანიძე, ნანა ბუცხრიკიძე და სოფო მეტრეველი. კონფერენციის დასასრულს, სტუდენტებისთვის მოეწყო ტური უფლისციხის არქიტექტორულ მუზეუმ-ნაკრძალში.