ევროპის უნივერსიტეტში ჩატარდა ტრენინგი საგრანტო განაცხადის მომზადებაში
ტრენინგის მიზანი იყო დაინტერესებულ პირებს პროექტის დიზაინისა და საპროექტო წინადადების მომზადებისათვის საჭირო უნარ-ჩვევების დაუფლებაში დახმარებოდა. მონაწილეები გაეცნენ პროექტის კონცეფციას, პროექტის ჩარჩოსა და მის შემადგენელ ნაწილებს, განიხილეს ლოგიკური ჩარჩო (the logical framework approach, LFA), რომლის მიხედვითაც უმეტესი დონორი ორგანიზაცია პროექტის აგებას ითხოვს.
კურსის განმავლობაში გამოყენებულ იქნა პრაქტიკული სამუშაოები, ასევე, განხილულ იქნა წარმატებული პროექტები. ტრენინგის განმავლობაში მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ ემუშავათ თავიანთ საპროექტო იდეებზე. ტრენინგის შემდეგ, მონაწილეებს ორენოვანი სერტიფიკატები გადაეცათ.