აშშ-ს წამყვანი უნივერსიტეტის სასერტიფიკატო კურსისთვის (ფინანსები) რეგისტრაცია დაიწყო

2018 წლის 25-29 ივნისს, ჩიკაგოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი - ნენსი სკანელი ევროპის უნივერსიტეტში ჩაატარებს სასერტიფიკატო კურსს „შესავალი ფინანსებში“. კურსი 10  საათიანია, წარმატებულ კურსდამთავრებულებს გადაეცემათ მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ამერიკული უნივერსიტეტის ურბანა-შამპანას სერტიფიკატები. ამასთან, კურსის მონაწილეების სერტიფიკატის ელექტრონული ვერსია განთავსდება წამყვანი ამერიკული კომპანიების (Google, Pixarმონაცემთა ბაზებში, რაც საერთაშორისო შრომის ბაზარზე ამ კურსის მონაწილეთა ცნობადობას გაზრდის.

კურსის მონაწილეთა რაოდენობა მაქსიმუმ 15-ია (13 მონაწილე ევროპის უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტიდან, 2 მონაწილე სხვა უნივერსიტეტებიდან). კონკურსის მონაწილეები უნდა იყვნენ ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსების,  ეკონომიკის სპეციალობის სტუდენტები და ფლობდნენ ინგლისურ ენას მინიმუმ B1 დონეზე.

  • კურსის ყველა მონაწილის სწავლას ევროპის უნივერსიტეტი აფინანსებს.

სასერტიფიკატო კურსზე დასარეგისტრირებლად, ამ ბმულს მიჰყევით. ინგლისურ ენაში შესარჩევი კონკურსი ჩატარდება  2018 წლის 12 ივნისს 17:00 საათზე. 

მის: ევროპის უნივერსიტეტი, გურამიშვილის გამზ. 76, IV სართული, მცირე საკონფერენციო დარბაზი.

ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 

  • ლაშა ჩახვაძე, საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური
  • international@eu.edu.ge

 

გააზიარე გვერდი: