ევროპის უნივერსიტეტში შეხვედრა გაიმართა EBSCO- სამეცნიერო ბაზის წარმომადგენლებთან
2018 წლის 7 ივნისს, ევროპის უნივერსიტეტში EBSCO-ს სამეცნიერო ბაზების წარმომადგენლები თამილა მირკამალოვა (პრაღის ოფისი) და როდნი ნიბორგი (აშშ-ს ოფისი) შეხვდნენ EU-ს პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს. ღონისძიების მთავარი თემა იყო - „EBSCO-ს ბაზების გამოყენება“, რომლის ფარგლებშიც განიხილეს ყველა ის შესაძლებლობა, რასაც EBSCO მის მომხმარებელს სთავაზობს.