ევროპის უნივერსიტეტში ეკატერინე ჩიგოგიძის მასტერკლასი გაიმართა
2018 წლის 8 ივნისს, ევროპის უნივერსიტეტმა უმასპინძლა ერიქსონის საერთაშორისო უნივერსიტეტის სერტიფიცირებული ქოუჩის, საავტორო ქოუჩინგ პროგრამების ავტორის, ფინანსებისა და ადამიანების მენეჯმენტის სპეციალისტის - ეკატერინე ჩიგოგიძის მასტერკლასს. ღონისძიების მთავარი თემა იყო "პიროვნული განვითარება, როგორც პროფესიული წარმატების და ცხოვრებისეული წინსვლის საფუძველი".
მასტერკლასის ფარგლებში სტუენტები გაეცნენ ქოუჩინგის არსს, ძირითადი პრინციპებსა და განსხვავებას სხვა მომიჯნავე პროფესიებისაგან. ასევე, რატომ არის მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული მოწოდების/დანიშნულების ცოდნა და დიდი მიზნების დასახვა ადრეულ ეტაპზე. გარდა ამისა, ისაუბრეს შემდეგ საკითხებზე:
- როგორ მოვძებნოთ ის პროფესია/საქმე, რომელიც მუდმივად იქნება მაღალი მოტივაციის, თვითრეალიზაციისა და შემოსავლის წყარო.
- 3 ყველაზე ფასეული რამ, რაც განაპირობებს წარმატებულ და ბედნიერ ცხოვრებას.
- რატომ არის პიროვნული გაძლიერება და განვითარება უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე პროფესიული.
- რატომ არის მარცხი აუცილებელი წარმატებისთვის.
- როგორ შევქმნათ ჩვენი ცხოვრების საუკეთესო ვერსია.
- რატომ არის მნიშვნელოვანი წარუმატებლობები და შეცდომები.