ევროპის უნივერსიტეტის დაფინანსებითა და naec-ის ორგანიზებით უნარების იმიტირებული გამოცდა ჩატარდა

2018 წლის 10 ივნისს, ევროპის უნივერსიტეტის დაფინანსებითა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, აბიტურიენტებმა უნარების იმიტირებულ გამოცდაში მონაწილეობა სრულიად უფასოდ მიიღეს. იმიტირებული გამოცდის მონაწილეებს ჰქონდათ უნიკალური შესაძლებლობა, საკუთარი თავი სპეციალურად ორგანიზებულ საგამოცდო სექტორში შეემოწმებინათ, ტესტირების შედეგი კი ტესტირების დასრულებისთანავე ეცნობათ. ტესტირება 3 საათსა და 10 წუთს გაგრძელდა.

ევროპის უნივერსიტეტის დაფინანსებით, ამავე ტიპის გამოცდა აბიტურიენტებისთვის 2018 წლის 28 აპრილსაც ჩატარდა. ამჯერადაც, იმიტირებული გამოცდა ევროპის უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსსა (თბილისი, გურამიშვილის გამზირი 76) და მედიცინის ფაკულტეტის სასწავლო კორპუსში (თბილისი, სარაჯიშვილის ქუჩა 17) ორ სესიად გაიმართ.

სანდო თანამგზავრიპროექტის goNaec-ის ფარგლებში ტარდება და დამამთავრებელი კლასის მოსწავლეების ხელშეწყობას ითვალისწინებს.

 

გააზიარე გვერდი: