სტრასბურგის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ინსტიტუტი ევროპის უნივერსიტეტს მეორედ ეწვია

ევროპის უნივერსიტეტის მოწვევით, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ინსტიტუტი საქართველოს უკვე მეორედ ეწვია. ამჯერად ღონისძიების ორგანიზატორები რენე კასინის ფონდი და ევროპის უნივერსიტეტი არიან, პარტნიორები კი: საფრანგეთის საელჩო საქართველოში, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ოფისი საქართველოში და შავი ზღვის უნივერსიტეტი. პროექტი მიზნად ისახავს მონაწილეთა ცოდნის გაღრმავებას საერთაშორისო სისხლის სამართლის მიმართულებით. ღონისძიებას უძღვებიან ევროპის წამყვანი უნივერსიტეტებიდან მოწვეული პროფესორები, კურსი ინგლისურ ენაზე ტარდება.