ევროპის უნივერსიტეტში საერთაშორისო სტუდენტური კონფერენცია ჩატარდა

2018 წლის 15 ივნისს, ევროპის უნივერსიტეტში, ფაკულტეტებისა და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ორგანიზებით, ჩატარდა საერთაშორისო სტუდენტური კონფერენცია, რომელშიც ვიდეოკონფერენციის ფორმატის სახით  მონაწილეობა მიიღეს პარტნიორი დობროვა გორნიცას უნივერსიტეტის (პოლონეთი), ევროპის უნივერსიტეტისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა.

კონფერენციის ფარგლებში, ბიზნესის, ფინანსების, ტურიზმის, მედიცინის, საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლის პროგრამის სტუდენტები სხვადასხვა აქტუალურ საკითხთან დაკავშირებული მოხსნებებით წარსდგნენ. კონფერენციის გამომსვლელებს გადაეცათ მონაწილეობის სერტიფიკატი.

ასევე გამოვლინდნენ საუკეთესო მოხსენებების ავტორები:

  • I ადგილი - ნინო ოვაშვილი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი -"ჭარბვალიანობა და მასთან ბრძოლის მიმდინარე სტრატეგია საქართველოში. 
  • II ადგილი- ანა გვარამია, ევროპის უნივერსიტეტი - "გარი მარკოვიცის პორტფელური თეორია და ფინანსური აქტივების შემოსავლიანობის შეფასების მოდელი". 
  • III ადგილი- ვენკატა ნაგა მეღანა სარაბუ, ევროპის უნივერსიტეტი - "პირველი ტიპის დიაბეტი ბავშვობისა და მოზრდილობის ასაკში".

საუკეთესო მოხსენებების ავტორებს გადაეცათ სერტიფიკატები და ფულადი ჯილდო.

გააზიარე გვერდი: