EU-ს სტუდენტები დაესწრნენ ლექციას თემაზე "ჰოლოკოსტის გაკვეთილები XXI საუკუნეში"
2018 წლის 18 ივნისს, ევროპის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ორგანიზებით, სტუდენტები დაესწრნენ საქართველოს უნივერსიტეტში პროფესორ ანა-მარია ორლა-ბუკოვსკას ინგლისურენოვან ლექციას "ჰოლოკოსტის გაკვეთილები XXI საუკუნეში". ღონისძიება ვიშეგრადის ფონდის გრანტის ფარგლებში ჩატარდა. ლექციის ფარგლებში შემდეგი საკითხები განიხილეს: "ჰოლოკოსტის გაკვეთილები მეორე მსოფლიო ომის შემდეგ" და "ჰოლოკოსტის შედეგების კულტურული და სოციალური ასპექტები".
ჰოლოკოსტის თემასთან დაკავშირებით, ევროპის უნივერსიტეტი და საქართველოს უნივერსიტეტი სხვადასხვა ღონისძიების ჩატარებას მომავალშიც გეგმავენ.