ცხადდება სტუდენტური ნაშრომების კონკურსი თემაზე - "საქართველო-ისრაელის ურთიერთობები"
ისრაელის სახლი აცხადებს სტუდენტური ნაშრომების კონკურსს, რომელიც ეძღვნება საქართველო-ისრაელის ურთიერთობებს. კონკურსის მიზანია იმ ახალგაზრდა მკვლევრების წარმოჩენა და წახალისება, რომლებიც დაინტერესებულნი არიან საქართველო-ისრაელის ურთიერთობების საკითხით.
კონკურსის სავარაუდო თემატიკა
- ჰოლოკოსტიდან წარმატებულ სახელმწიფოებრიობამდე;
- ქართულ-ებრაული ურთიერთობები, მორალური და პოლიტიკური კაპიტალი; საქართველო-ისრაელის სახელმწიფოებრივ კავშირებში?
- ებრაელი ხალხის უფლება ისრაელის მიწაზე;
- თანამედროვე ანტისემიტიზმი და საინფორმაციო ომი ისრაელის სახელმწიფოს წინააღმდეგ;
- ალია - მულტიკულტურალიზმი თუ პარტიკულარიზმი?
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ
ევროპის უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ილიას უნივერსიტეტის, საქართველოს უნივერსიტეტის, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის, ასევე საქართველოს სხვა უმაღლესი სასწავლებლების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების სტუდენტებს.
პრიორიტეტი მიენიჭებათ
აღმოსავლეთმცოდნეობის, საერთაშორისო ურთიერთობებისა და ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულებების სტუდენტებს, რომლებიც სწავლობენ ებრაულ ენას, ისრაელის ისტორიას, ჰოლოკოსტის საკითხს და ფლობენ ინგლისურ ან/და ებრაულ ენებს.
კონკურსი ჩატარდება 3 ეტაპად
- საკონკურსო ნაშრომების მიღება - 30/08/2018-მდე. ნაშრომები უნდა წარმოადგინოთ ელექტრონული სახით შემდეგ ელ-ფოსტაზე: conference@israelihouse.net
- საუკეთესო ნაშრომების ზეპირი პრეზენტაცია - 09/09/2018
- გამარჯვებულები გამოვლენა/დაჯილდოება - 02/12/2018
ნაშრომების გაფორმების წესი
- შრიფტი: sylfaen
- ზომა: 12 pt
- ინტერვალი: 1.5
- მოცულობა: არაუმეტეს 5 000 - 7 000 სიტყვისა
- ნაშრომის ენა: ქართული ან ინგლისური
ნაშრომს თან უნდა ახლდეს უმაღლესი სასწავლებლის პროფესორ-მასწავლებლის სარეკომენდაციო წერილი.
საკონკურსო კომისია და გამარჯვებულების გამოვლენა
ზემოხსენებული უნივერსიტეტების პროფესორები და ისრაელის სახლის დამაარსებელი - იციკ მოშე გამოავლენენ 7 გამარჯვებულ სტუდენტს, რომელთაგან 5 შეირჩევა ზემოდასახელებული უნივერსიტეტებიდან (თითო უნივერსიტეტიდან - თითო სტუდენტი). დანარჩენი 2 ადგილი კი განკუთვნილია სხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისთვის.
ისრაელში ვიზიტი
გამარჯვებული 7 სტუდენტი ერთი კვირით ისრაელში გაემგზავრება. კონკურსის ორგანიზატორები ამ ვიზიტის ყველა ხარჯს აფინანსებენ: მგზავრობა, სასტუმროში განთავსება, კვება.
ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია სტუდენტების შეხვედრა ისრაელის პრესისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. სტუდენტები ეწვევიან წამყვან ებრაულ უნივერსიტეტებს, ჯარს, ქსენეთს, იერუსალიმის იად ვაშემის მემორიალურ მუზეუმს, მოინახულებენ ისრაელის წმინდა ადგილებსა და სხვა ღირსშესანიშნაობებს.
დელეგაციის თითოეული წევრი-სტუდენტი მიიღებს "ახალგაზრდა ელჩის სტატუსს" საქართველოს ჰასბარასა და მომავალი კავშირებისთვის. ისრაელში ქართველი სტუდენტები, როგორც საქართველოს ახალგაზრდა ელჩები, ოფიციალურ შეხვედრებზე წარმოადგენენ თავიანთ ქვეყანას, ასევე, თავიანთ ხედვად საქართველო-ისრაელის ურთიერთობების განითარებაში ახალგაზრდების როლის შესახებ.