EU-ს ჟურნალმა "სამართალი და მსოფლიო" სამეცნიერო ინდექსირების სერვისის საერთაშორისო ინდექსი მიიღო
ევროპის უნივერსიტეტის სამართლის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ჟურნალმა სამართალი და მსოფლიო სამეცნიერო ინდექსირების სერვისის (Scientific Indexing Services) საერთაშორისო ინდექსი მიიღო, რაც ჟურნალის საერთაშორისო აღიარებას ნიშნავს. სერვისი ჩვენი ჟურნალის ავტორებს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში 50%-იან ფასდაკლებას სთავაზობს, რომელიც მათი ორგანიზებით ჩატარდება. აღნიშნული წარმატება ხელს შეუწყობს სამართლის მეცნიერების განვითარებას, იურისტების სამეცნიერო კვლევებისა და მიღწევების წარმოჩენასა და საერთაშორისო საზოგადოებისათვის მათ გაცნობას.
სამართალი და მსოფლიო 2015 წლიდან გამოდის. ჟურნალში სტატიები ქართულ და ინგლისურ ენებზე იბეჭდება. ამ დროის განმავლობაში, ჟურნალში გამოქვეყნდა ცნობილი ქართველი და უცხოელი მეცნიერების მნიშვნელოვანი კვლევები.