ევროპის უნივერსიტეტი უმასპინძლებს კალიფორნიის ლოს-ანჯელესის უნივერსიტეტის (UCLA) პროფესორის მასტერ-კლასებს

2018 წლის 28 ივნისიდან, ევროპის უნივერსიტეტი უმასპინძლებს კალიფორნიის ლოს-ანჯელესის უნივერსიტეტის (UCLA) პროფესორის, მედიცინის დოქტორის - სამუელ ბერნალის მასტერ-კლასებს. ღონისძიების მთავარი თემა იქნება "სიმსივნის პროფილაქტიკა სამედიცინო პრეპარატების მიმართ რეზისტენტულობისა და მგრძნობელობის გამოსავლენად". კურსი განკუთვნილია ევროპის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ინგლისურენოვანი პროგრამის სტუდენტებისთვის.

სამუელ ბერნალი არის მედიცინის დოქტორი, კალიფორნიის ლოს-ანჯელესის უნივერსიტეტის ემერეტუსი პროფესორი. სხვადასხვა დროს აკადემიურ თანამდებობებს იკავებდა ჰარვარდის მედიცინის სკოლასა და ბოსტონის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლაში. ამასთან, წლების განმავლობაში ლექციებს კითხულობდა აშშ-ს სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში. 

ღონისძიება ევროპის უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში (გურამიშვილის გამზ. 76, #506 - საკონფერეციო დარბაზი) გაიმართება. კურსი ყოველ დღე, 4 საათზე, დაიწყება.

რეგისტრაციისთვის მიმართეთ:

  • თეკლა კვარაცხელია - tekla.kvaratskhelia@eu.edu.ge; 2 000 171 (201), ოთახი - 510
  • ნინი შურღაია - shurgaianina@eu.edu.ge; 2 000 171 (203); ოთახი - 503

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 27 ივნისი, 18 საათი.

გააზიარე გვერდი: