EU-ში გაიმართა მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის პედაგოგიური პრაქტიკის ანგარიშის პრეზენტაცია

2018 წლის 29 ივნისს, ევროპის უნივერსიტეტში გაიმართა მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი საგანმანათლებლო პროგრამის პირველი გამოშვების პედაგოგიური პრაქტიკის ანგარიშის დაცვა/პრეზენტაცია. ღონისძიებას დაესწრნენ აღნიშნული პროგრამის ხელმძღვანელი - ნინო ფეტვიაშვილი, პროგრამის პრაქტიკის ხელმძღვანელი - სოსო ქრისტესიაშვილი და უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი - მაია ხურცილავა.

2018 წლის მარტიდან ივნისის ბოლომდე, მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებმა პედაგოგიური პრაქტიკა საქართველოს სხვადასხვა სკოლაში გაიარეს. აღნიშნულის ფარგლებში, მათ შესაძლებლობა ჰქონდათ თეორიული და პრაქტიკული ცოდნა საკლასო ოთახშებში გადაეტანათ: სასწავლო პროცესზე დაკვირვების შემდეგ შექმნეს საგანმანათლებლო რესურსები, შეფასების რუბრიკები, დაგეგმეს და ჩაატარეს გაკვეთილები, მიიღეს სასარგებლო რჩევები პრაქტიკის ხელმძღვანელებისაგან.

 

გააზიარე გვერდი: