ჯეოლოჯიქის ოლიმპიადის საგაზაფხულო სეზონის ოლიმპიადაში გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა
24 ივნისს, ევროპის უნივერსიტეტში ჯეოლოჯიქის ოლიმპიადის მათემატიკისა და ინგლისური ენის საგაზაფხულო სეზონის ოლიმპიადაში გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ევროპის უნივერსიტეტის თანადაფინანსებით, პრიზებითა და დიპლომებით დაჯილდოვდა 80-მდე მოსწავლე. გამარჯვებულებს გადაეცათ: I ადგილი - ტაბლეტი, II-III ადგილი სმარტ საათი, IV-X ადგილოსნებს კი სხვადასხვა წიგნი საბავშვო ლიტერატურიდან.