ევროპის უნივერსიტეტი მასპინძლობს კალიფორნიის ლოს-ანჯელესის უნივერსიტეტის (UCLA) პროფესორის მასტერ-კლასებს
2018 წლის 29 ივნისიდან, ევროპის უნივერსიტეტი მასპინძლობს კალიფორნიის ლოს-ანჯელესის უნივერსიტეტის (UCLA) პროფესორის, მედიცინის დოქტორის - სამუელ ბერნალის მასტერ-კლასებს. ღონისძიების მთავარი თემაა "სიმსივნის პროფილაქტიკა სამედიცინო პრეპარატების მიმართ რეზისტენტულობისა და მგრძნობელობის გამოსავლენად". კურსი განკუთვნილია ევროპის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ინგლისურენოვანი პროგრამის სტუდენტებისთვის.
სამუელ ბერნალი არის მედიცინის დოქტორი, კალიფორნიის ლოს-ანჯელესის უნივერსიტეტის ემერეტუსი პროფესორი. სხვადასხვა დროს აკადემიურ თანამდებობებს იკავებდა ჰარვარდის მედიცინის სკოლასა და ბოსტონის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლაში. ამასთან, წლების განმავლობაში ლექციებს კითხულობდა აშშ-ს სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.