კალიფორნიის ლოს-ანჯელესის უნივერსიტეტის პროფესორმა ჩაატარა მასტერ-კლასი ევროპის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებისთვის

2018 წლის 4 ივლისს, ევროპის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებისთვის კალიფორნიის ლოს-ანჯელესის უნივერსიტეტის (UCLA) პროფესორმა, მედიცინის დოქტორმა - სამუელ ბერნალმა ჩაატარა მასტერ-კლასი, რომლის ძირითადი საკითხები იყო:
- სამედიცინო განათლების სისტემა და სტანდარტები ამერიკაში;
- სწავლების თანამედროვე მეთოდები მედიცინის ფაკულტეტებისთვის;
- ლაბორატორიული/კვლევითი კომპონენტის როლი;
- ლექტორების უწყვეტი განათლების შესაძლებლობები და მათი პრაქტიკა.
სამუელ ბერნალი არის მედიცინის დოქტორი, კალიფორნიის ლოს-ანჯელესის უნივერსიტეტის ემერეტუსი პროფესორი. სხვადასხვა დროს აკადემიურ თანამდებობებს იკავებდა ჰარვარდის მედიცინის სკოლასა და ბოსტონის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლაში. ამასთან, წლების განმავლობაში ლექციებს კითხულობდა აშშ-ს სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.