კალიფორნიის ლოს-ანჯელესის უნივერსიტეტის პროფესორმა მედიცინის ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებს სერტიფიკატები გადასცა

2018 წლის 5 ივლისს, კალიფორნიის ლოს-ანჯელესის უნივერსიტეტის (UCLA) პროფესორმა, მედიცინის დოქტორმა - სამუელ ბერნალმა სერტიფიკატები გადასცა მედიცინის ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებს. ორდღიანი მასტერკლასის ფარგლებში, ევროპის უნივერსიტეტის პროფესორებმა ლექიები შემდეგ საკითხებზე მოისმინეს:

  • სამედიცინო განათლების სისტემა და სტანდარტები ამერიკაში;
  • სწავლების თანამედროვე მეთოდები მედიცინის ფაკულტეტებისთვის;
  • ლაბორატორიული/კვლევითი კომპონენტის როლი;
  • ლექტორების უწყვეტი განათლების შესაძლებლობები და მათი პრაქტიკა.

სამუელ ბერნალი არის მედიცინის დოქტორი, კალიფორნიის ლოს-ანჯელესის უნივერსიტეტის ემერეტუსი პროფესორი.სხვადასხვა დროს აკადემიურ თანამდებობებს იკავებდა ჰარვარდის მედიცინის სკოლასა და ბოსტონის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლაში. ამასთან, წლების განმავლობაში ლექციებს კითხულობდა აშშ-სსხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.

გააზიარე გვერდი: