ევროპის უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს დაუგავპილსის უნივერსიტეტის გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით

ევროპის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური აცხადებს კონკურსს გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტისა და სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის (პროგრამული თავსებადობის გამო, მხოლოდ ინგლისური ფილოლოგიის, ფსიქოლოგიის, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობის) შესაბამისი GPA (მინიმუმ 2.0) მქონე ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის, პარტნიორ ლატვიის დაუგავპილსის უნივერსიტეტში.

ლატვიის დაუგავპილსის უნივერსიტეტი წარმოადგენს რეიტინგით მეხუთე უნივერსიტეტს ლატვიაში.

სასწავლო სტიპენდიის მოცულობა - 4500 ლარი

დაფინანსება - ევროპის უნივერსიტეტი 4500 ლარით დააფინანსებს საუკეთესო საკონკურსო შედეგის მქონე ერთი სტუდენტის ცხოვრებისა და ფრენის ხარჯებს ერთ-ერთი ზემოთ ნახსენები ფაკულტეტიდან.

სწავლის ხანგრძლივობა - 2018 წლის სექტემბრიდან დეკემბრის ჩათვლით.

სწავლების ენა - ინგლისური ენა,  ერთ-ერთი პროგრამის შემთხვევაში („აღმოსავლეთევროპული კულტურა და ბიზნეს ურთიერთიერთობები“) რუსული ენა.

სწავლის გადასახადი - სემესტრში სწავლის გადასახადი ნაცვლად 1200 ევროსი, ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის შეადგენს 600 ევროს.

შეგახსენებთ, რომ კანონის თანახმად, გაცვლითი პროგრამის მონაწილე სტუდენტს არ უწყდება სტატუსი ევროპის უნივერსიტეტში. თუმცა, უნივერსიტეტი შესაძლებლობას აძლევს სტუდენტს, სწავლის სემესტრული გადასახადი არ გადაიხადოს ჩვენთან, არამედ მიმართოს ლატვიურ უნივერსიტეტში სწავლის დასაფინანსებლად. შესაბამისად, სწავლის გადასახადს (600 ევრო) იხდის სტუდენტი.

საკონკურსო მოთხოვნა: ინგლისური ენის მინიმუმ B1 დონეზე ცოდნა. ერთი ცალკეული („აღმოსავლეთევროპული კულტურა და ბიზნეს ურთიერთიერთობები“) პროგრამის საგნების არჩევის შემთხვევაში, რუსული ენის სულ ცოტა B1 დონეზე ფლობა.

კონკურსში მონაწილეობის წინაპირობა - კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ სტუდენტებს, რომელთა GPA არის სულ ცოტა 2.0.

კონკურსის პირობები - შეფასების მაქსიმალური ქულა- 100. კონკურსანტებს შეაფასებენ კომისიები გასაუბრების ფორმით სპეციალობასა (მაქსიმუმ 50 ქულა სპეციალობის საგნების ძირითადი ცნებებისა და საკითხების ფლობაში) და ინგლისურ ან რუსულ ენაში (მაქსიმუმ 50 ქულა). დაფინანსდება საუკეთესო ქულის მქონე კონკურსანტი ორივე გასაუბრების ჯამური შედეგების მიხედვით. თანაბარი ქულების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება უკეთესი GPA მქონე კანდიდატს. იმ შემთხვევაში თუ კონკურსანტი ვერ ახერხებს ფიზიკურად თბილისში ჩამოსვლას, შესაძლებელია, გასაუბრება დისტანციურად გაიმართოს.

კონკურსისთვის რეგისტრაციის ვადები: 2018 წლის 23 ივლისიდან 26 ივლისის ჩათვლით.

გასაუბრება ინგლისურ ან რუსულ ენაში: 2018 წლის წლის 27 ივლისს, 12.00 საათზე, ევროპის უნივერსიტეტის მცირე საკონფერენციო დარბაზში, მეოთხე სართულზე.

ცხოვრების საერთო ხარჯები ლატვიაში - იხილეთ აქ

საგნების არჩევა - საგნების არჩევასთან დაკავშირებით მიმართეთ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს, დეკანატებსა და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს.

გზამკვლევი ქალაქ დაუგავპილსთან დაკავშირებით.

თუ გსურთ, მონაწილეობა მიიღოთ კონკურში, გთხოვთ,  დარეგისტრირდეთ

კონსულტაციისთვის მიმართეთ საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს: international@eu.edu.ge

 

გააზიარე გვერდი: