ევროპის უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს დობროვა გორნიცას უნივერსიტეტის გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით

ევროპის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური აცხადებს კონკურსს გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტებისთვის პარტნიორ პოლონეთის დობროვა გორნიცას უნივერსიტეტში.

დობროვა გორნიცას უნივერსიტეტი წარმოადგენს რეიტინგით მეათე უნივერსიტეტს პოლონეთში.

სასწავლო სტიპენდიის მოცულობა - 5000 ლარი.

დაფინანსება - ევროპის უნივერსიტეტი 5000 ლარით დააფინანსებს საუკეთესო საკონკურსო შედეგის მქონე ერთი სტუდენტის ცხოვრებისა და ფრენის ხარჯებს ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტიდან.

სწავლის ხანგრძლივობა - 2018 წლის 9 ოქტომბრიდან 2019 წლის თებერვლის ბოლომდე.

სწავლის გადასახადი - სწავლის გადასახადი სემესტრში ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის შეადგენს 200 ევროს მენეჯმენტის, საერთაშორისო ურთიერთობების (საერთაშორისო ბიზნესი) და კომპიუტერული მეცნიერებების პროგრამების საგნებზე.  

შეგახსენებთ, რომ კანონის თანახმად, გაცვლითი პროგრამის მონაწილე სტუდენტს არ უწყდება სტატუსი ევროპის უნივერსიტეტში. თუმცა, უნივერსიტეტი შესაძლებლობას აძლევს სტუდენტს, სწავლის სემესტრული გადასახადი არ გადაიხადოს ჩვენთან, არამედ მიმართოს პოლონურ უნივერსიტეტში სწავლის დასაფინანსებლად. შესაბამისად, სწავლის გადასახადს (200 ევრო) იხდის სტუდენტი.

საკონკურსო მოთხოვნა: ინგლისური ენის მინიმუმ B1 დონეზე ცოდნა.

კონკურსის მონაწილეობის წინაპირობა - კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ სტუდენტებს, რომელთა GPA არის სულ ცოტა 2.0.

კონკურსის პირობები - შეფასების მაქსიმალური ქულა- 100. კონკურსანტებს შეაფასებენ კომისიები გასაუბრების ფორმით სპეციალობასა (მაქსიმუმ 50 ქულა სპეციალობის საგნების ძირითადი ცნებებისა და საკითხების ფლობაში) და ინგლისურ ან რუსულ ენაში (მაქსიმუმ 50 ქულა). დაფინანსდება საუკეთესო ქულის მქონე კონკურსანტი ორივე გასაუბრების ჯამური შედეგების მიხედვით. თანაბარი ქულების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება უკეთესი GPA მქონე კანდიდატს. იმ შემთხვევაში თუ კონკურსანტი ვერ ახერხებს ფიზიკურად თბილისში ჩამოსვლას, შესაძლებელია, გასაუბრება დისტანციურად გაიმართოს.

კონკურსისთვის რეგისტრაციის ვადები: 2018 წლის 23 ივლისიდან 26 ივლისის ჩათვლით.

გასაუბრება ინგლისურ ენაში: 2018 წლის წლის 27 ივლისს, 12.00 საათზე, ევროპის უნივერსიტეტის მცირე საკონფერენციო დარბაზში, მეოთხე სართულზე.

სტუდენტური საერთო საცხოვრებელი - თვეში 150 ევრო

ცხოვრების საერთო ხარჯები პოლონეთში - იხილეთ აქ

საგნების არჩევა - საგნების არჩევასთან დაკავშირებით მიმართეთ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს, დეკანატებსა და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს.

გზამკვლევები ქალაქ დობროვა გორნიცასა (სადაც უნივერსიტეტია)  და კატოვიცესთან (სადაც საერთო საცხოვრებელია) დაკავშირებით.

თუ გსურთ, მონაწილეობა მიიღოთ კონკურში, გთხოვთ,  დარეგისტრირდეთ

კონსულტაციისთვის მიმართეთ საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს: international@eu.edu.ge

 

გააზიარე გვერდი: