EU-ს პროფესორებმა მონაწილეობა მიიღეს ევროპის ბიოქიმიკოსთა საზოგადოების ასოციაციის ყოველწლიურ კონგრესში

2018 წლის 7-12 ივლისს ჩეხეთში, ქალაქ პრაღაში, გაიმართა ევროპის ბიოქიმიკოსთა საზოგადოებების ასოციაციის (FEBS) 43-ე ყოველწლიური კონგრესი. აღნიშნული კონგრესი ერთერთი ყველაზე მასშტაბური ღონისძიებაა სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებების მიმართულებით. წელს კონგრესში მონაწილეობდა ევროპის, ამერიკის და აზიის ქვეყნების წამყვანი უნივერსიტეტებისა და სამეცნიერო კვლევითი ცენტრების 2000-მდე წარმომადგენელი. მათ შორის ევროპის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორები - ნათია ჯოჯუა და ოლია რჩეულიშვილი, რომლებმაც ევროპის უნივერსიტეტის სახელით კონგრესზე წარადგინეს პოსტერული მოხსენებები. 

გააზიარე გვერდი: