ევროპის უნივერსიტეტის წარმომადგენლები საქართველო-იტალიის ბიზნეს-ფორუმს დაესწრნენ
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და სააგენტოს აწარმოე საქართველოში ორგანიზებით, 2018 წლის 17 ივლისს, სასტუმრო Radisson Blu Iveria-ში გაიმართა საქართველო-იტალიის ბიზნეს-ფორუმი, რომლის სტუმრებიც იყვენენ საქართველოს პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე და იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტი სერჟო მატარელა.
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიწვევით, ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ ევროპის უნივერსიტეტის პრორექტორი გოჩა თუთბერიძე და ამავე უნივერსიტეტის ლექტორი დარეჯან ჯინჭარაძე.