ევროპის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი ევროპის სამედიცინო სკოლების ასოციაციის (AMSE) წევრი გახდა
ევროპის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი ევროპის სამედიცინო სკოლების ასოციაციის (AMSE) წევრი გახდა. აღნიშნული ორგანიზაცია წარმოადგენს ევროპის სამედიცინო სკოლების ერთ-ერთ ძირითად ფორუმს ინსტიტუციური გამოცდილების გაზიარების კუთხით.
ორგანიზაციის საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა სამედიცინო სკოლის მართვის საკითხები. ამ კუთხით, ხშირად ეწყობა შეხვედრები სხვადასხვა სკოლის დეკანებს შორის საუკეთესო პრაქტიკასთან დაკავშირებით.
ევროპის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი აქტიურად ჩაერთვება აღნიშნული ორგანიზაციის საქმიანობაში.