ევროპის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის პროფესორები საერთაშორისო ჟურნალის ექსპერტები გახდნენ
ევროპის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის აფილირებული პროფესორი ნათია ჯოჯუა და მოწვეული ლექტორი ირინე სახელაშვილი ევროპის სამედიცინო განათლების ასოციაციის (AMEE) პრესტიჟული ჟურნალის AMEE MedEdPublish მიმომხილველთა კოლეგიის წევრები გახდნენ. როგორც ჟურნალის მიერ შერჩეული ექსპერტები, ისინი შეაფასებენ დასაბეჭდად წარმოდგენილ სტატიებს და რეკომენდაციას გაუწევენ მათ გამოქვეყნებას.
AMEE MedEdPublish ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ჟურნალია მედიცინის სწავლებისა და კვლევის მეთოდოლოგიის სფეროში. ევროპის უნივერსიტეტის წარმომადგენლების ჟურნალის მიმომხილველთა კოლეგიის წევრებად მიღება მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც კოლეგიის წევრები ძირითადი ავსტრალიის, დიდი ბრიტანეთის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპის წამყვანი ქვეყნების სამედიცინო სკოლებიდან არიან და მათ საქართველოს სახელით ჩვენი პროფესორებიც შეემატებიან. ევროპის უნივერსიტეტი ულოცავს ნათია ჯოჯუასა და ირინე სახელაშვილს ამ წარმატებას.