2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში აკადემიური რეგისტრაციის ვადები
2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის სასწავლო კურსებზე აკადემიური რეგისტრაციის ვადები:
- 3-10 სექტემბერი - დიპლომირებული მედიკოსის, დიპლომირებული სტომატოლოგის (ინგლისურენოვანი) ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტთათვის;
- 10-14 სექტემბერი - საბაკალავრო, ერთსაფეხურიანი, სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების (ბიზნესის ადმინისტრირება, ფინანსები და საბანკო საქმე, ტურიზმის ადმინისტრირება, პროგრამირება და ვებ დეველოპმენტი, კომპიუტერული სისტემები და ქსელები, სამართალი, საერთაშორისო სამართალი, საერთაშორისო ურთიერთობები, ფსიქოლოგია, ინგლისური ფილოლოგია, ფარმაციის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა, სამართლის სამაგისტრო პროგრამა, დიპლომირებული სტომატოლოგი (ქართულენოვანი)) სტუდენტთათვის;
- სწავლის საფასური უნდა გადაიხადოთ თქვენსა და უნივერსიტეტს შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, აკადემიური რეგისტრაციის გავლამდე.
- 2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი დაიწყება 17 სექტემბერს.
გისურვებთ წარმატებას!