ცვლილება 2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში აკადემიური რეგისტრაციის ვადებთან დაკავშირებით
გთხოვთ, გაეცნოთ ინფორმაციას ადმინისტრაციული და აკადემიური რეგისტრაციის ვადების ცვლილებასთან დაკავშირებით
სტუდენტის სტატუსის მქონეთათვის:
- საბაკალავრო, ერთსაფეხურიანი, სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების (ბიზნესის ადმინისტრირება, ფინანსები და საბანკო საქმე, ტურიზმის ადმინისტრირება, პროგრამირება და ვებ დეველოპმენტი, კომპიუტერული სისტემები და ქსელები, სამართალი, საერთაშორისო სამართალი, საერთაშორისო ურთიერთობები, ფსიქოლოგია, ინგლისური ფილოლოგია, ფარმაციის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა, სამართლის სამაგისტრო პროგრამა, დიპლომირებული სტომატოლოგი (ქართულენოვანი)) სტუდენტებმა აკადემიური რეგისტრაცია უნდა გაიარონ 11-15 სექტემბერს.
სტატუსშეჩერებულ სტუდენტთათვის:
- სტატუსშეჩერებულმა სტუდენტებმა სტატუსის აღდეგნასთან დაკავშირებით უნივერსიტეტის კანცელარიას 11-15 სექტემბერს უნდა მიმართონ.
ადმინისტრაციული (ფინანსური გადასახადი) რეგისტრაცია უნდა გაიაროთ თქვენსა და უნივერსიტეტს შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირობებისა და ვადების შესაბამისად, აკადემიური რეგისტრაციის გავლამდე. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეგიჩერდებათ სტუდენტის სტატუსი თქვენთვის ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.
2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი დაიწყება 17 სექტემბერს.
ევროპის უნივერსიტეტი გისურვებთ წარმატებას!