ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტი ლატვიის დავგაპილსის უნივერსიტეტის გაცვლითი პროგრამის მონაწილე გახდა
2018 წლის 6 სექტემბერს, ევროპის უნივერსიტეტის ინგლისური ფილოლოგიის პროგრამის სტუდენტი, ნათია გელაშვილი, ლატვიის დავგაპილსის უნივერსიტეტის გაცვლითი პროგრამის მონაწილე გახდა. ევროპის უნივერსიტეტსა და ლატვიის დავგაპილსის უნივერსიტეტის ორმხრივი ხელშეკრულების ფარგლებში, ნათია გელაშვილი, როგორც კარგი აკადემიური მოსწრებისა და გასაუბრების დროს საუკეთესო შედეგების მქონე სტუდენტი, ევროპის უნივერსიტეტმა კონკურსის წესით შეარჩია, რის შედეგადაც 2018-2019 წლის შემოდგომის სემესტრში ის ევროპაში გააგრძელებს სწავლას.
სასწავლო სტიპენდიის ფარგლებში (4500 ლარი), ევროპის უნივერსიტეტმა კონკურსში გამარჯვებულ სტუდენტს მგზავრობის, ცხოვრებისა და კვების ხარჯები დაუფინანსა. ლატვიაში სწავლის განმავლობაში სტუდენტს ევროპის უნივერსიტეტში აკადემიური სტატუსი არ შეუწყდება. ამასთან, ევროპის უნივერსიტეტისგან მას მიეცა შესაძლებლობა საქართველოში გადასახდელი სწავლის საფასური ლატვიის უნივერსიტეტში სწავლის საფასურის დასაფარად მიემართა, ლატვიური მხარის მიერ კი აღნიშნული თანხა განახევრდა (სემესტრში 600 ევრო).
დავგაპილსის უნივერსიტეტი, ლატვიაში რეიტინგით მეხუთე სახელმწიფო უნივერსიტეტია და სწავლებისა და კვლევის მაღალი ხარისხით გამოირჩევა.
ევროპის უნივერსიტეტი მომავალშიც შესთავაზებს ჩვენს სტუდენტებს, მსგავსი ან განსხვავებული პირობებით, პარტნიორ უნივერსიტეტებში სწავლის შესაძლებლობებს.