"ლიდერობა და მაღალი შედეგების კულტურა" - FlowMaster-ის სემინარი ევროპის უნივერსიტეტის თანამშრომლებისთვის

2018 წლის 12 სექტემბერს, ევროპის უნივერსიტეტში FlowMaster-ის წარმომადგენელმა, ცნობილმა ტრენერმა, ქოუჩმა და სპიკერმა - ალექსანდრე ჯეჯელავამ ჩაატარა სემინარი თემაზე "ლიდერობა და მაღალი შედეგების კულტურა". მასტერკლასში მონაწილეობას იღებდნენ ევროპის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მენეჯერულ პოზიციებზე დასაქმებული თანამშრომლები. სემინარი მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და შემდეგ საკითხებს ეხებოდა:
- მუდმივი განვითარება up or out;
- მენეჯერის მთავარი ინსტრუმენტები;
- დელეგირება;
- უკუგება და მისი მიღება;
- შედეგიანი გუნდურობა.