ევროპის უნივერსიტეტმა პოლონეთის ვროცლავის უნივერსიტეტთან ერთად ორმაგი დიპლომის განხორციელების საკითხი განიხილა

2018 წლის 17 სექტემბერს, ორმაგი დიპლომის განხორციელების საკითხთან დაკავშირებით, შეხვედრა გაიმართა ევროპის უნივერსიტეტისა და პოლონეთის ვროცლავის უნივერსიტეტის წარმომადგენლებს შორის.

შეხვედრის ფარგლებში, ევროპის უნივერსიტეტის პრორექტორმა გოჩა თუთბერიძემ, საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელძღვანელმა ლაშა ჩახვაძემ და ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანმა თორნიკე ხოშტარიამ ვროცლავის უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან, პროფესორ ალექსანდრე შაროვსა  და რომან ხიჟნიაკთან ორმაგი დიპლომის განხორციელების პრაქტიკული ასპექტები განიხილეს. შედეგად, ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ, ქართულ დიპლომთან ერთად, მიიღონ მეორე, პარტნიორი პოლონური უნივერსიტეტის (რომელიც გერმანიის საზღვართან არსებულ, პოლონეთის ტექნოლოგიურ ჰაბად აღიარებულ ქალაქ ვროცლავშია განთავსებული) მიერ გაცემული მაღალი ხარისხის ევროპული დიპლომი და პრაქტიკა  პოლონეთში, ადგილობრივ კომპანიებში გაიარონ.

ევროპის უნივერსიტეტი აქტიურად მუშაობს აღნიშნული პროექტის ეფექტიანად განხორციელებისა და ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტების  პოლონეთში სწავლის საფასურის თითქმის 50 პროცენტით დაფინანსებისათვის.

გააზიარე გვერდი: