საყოვლთაო ჯანდაცვის გაუმჯობესებული პაკეტი სტუდენტებს - ევექსსა და EU-ს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

2018 წლის 21 სექტემბერს, სამედიცინო კორპორაცია ევექსის სტუდენტური პროგრამის ფარგლებში, ამ უკანასკნელსა და  ევროპის უნივერსიტეტს  შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. თანამშრომლობის მთავარი მიზანია უნივერსიტეტის სტუდენტთა და პედაგოგთა, ასევე, ადმინისტრაციული და ტექნიკური პერსონალის სამედიცინო-პროფილაქტიკური მონიტორინგის სისტემის დანერგვა და შემდგომი განვითარება.

მემორანდუმის ფარგლებში, ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტები საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული სერვისების გაუმჯობესებულ პაკეტს მიიღებენ, რომელიც სტუდენტებისთვის დამატებითი ფასდაკლებებით, გამარტივებული პროცესებითა და ჯანმრთელობის ცნობების უფასოდ უზრუნველყოფას ითვალისწინებს.

გარდა ზემოაღნიშნულისა, ცხოვრების ჯანსაღი წესის, უსაფრთხო გარემოსა და პრევენციული ღონისძიებების აქტუალიზების მიზნით, ევროპის უნივერსიტეტი და სამედიცინო კორპორაცია ევექსი თემატურ ლექციებსა და ფორუმებს დაგეგმავენ. ამასთან,  უნივერსიტეტისთვის სპორტული ჯგუფების ჩამოყალიბების პროცესში, ევექსი დაეხმარება უნივერსიტეტს სტუდენტთა ფიზიკური შესაძლებლობების განსაზღვრასა და ფუნქციური შესაძლებლობების დადგენაში. 

სტუდენტების საყოველთაო დაზღვევის გაუმჯობესებულ პაკეტთან და მემორანდუმით გათვალისწინებულ სხვა პირობებთან დაკავშირებით, მიმართეთ ადგილობრივ სტუდენტთა მომსახურებისა და კარიერული დაგეგმვის მენეჯერს - ნათია ბაქრაძესn.bakradze@eu.edu.ge

გააზიარე გვერდი: