ევროპის უნივერსიტეტსა და ადაპტაციის ცენტრ აისს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

2018 წლის 27 სექტემბერს, ევროპის უნივერსიტეტსა და რეაბილიტაციისა და სოციალური ადაპტაციის ცენტრ აისს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტის თანახმად, ევროპის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებს საშუალება მიეცემათ სტაჟირება ადაპტაციის ცენტრ აისში გაიარონ და უნივერსიტეტში მიღებული თეორიული ცოდნა ცენტრის ბაზაზე გაიღრმავონ.

ადაპტაციის ცენტრ აისისა და ევროპის უნივერსიტეტის წარმომადგენლების შეხვედრის ფარგლებში, უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა თამარ კერძაიამ და სტუდენტთა მომსახურებისა და კარიერული დაგეგმვის მენეჯერმა ნათია ბაქრაძემ აისის ბენეფიციარები მოინახულეს და საჩუქრები გადასცეს. აისის პრეზიდენტმა გივი ჩიქობავამ კი, ცენტრის თანამშრომლებმთან ერთად, სტუმრებს ამავე ბენეფიციარების მიერ შექმნილი ხელნაკეთი ნივთები და ის სივრცე დაათვალიერებინეს, რომელშიც ცენტრის ყოველდღიური საქმიანობა მიმდინარეობს.

რეაბილიტაციისა და სოციალური ადაპტაციის ცენტრი აისი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების სოციალური ინტეგრაციისა და ცხოვრების ხარისხის გაზრდის ხელშეწყობას, მათი განათლების, დასაქმებისა და ფიზიკური რეაბილიტაციის გზით ისახავს მიზნად. ორ მხარეს შორის გაფორმებული მემორანდუმი კი ემსახურება, როგორც ევროპის უნივერსიტეტის სასწავლო-საგანმანათლებლო პროგრამების, ასევე აისის პროგრამების განვითარებაში წვლილის შეტანას.

გააზიარე გვერდი: