ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტები ადამიანების მენეჯმენტის ტრენერსა და ბიზნეს კონსულტანტს - დავით გოგიჩაიშვილს შეხვდნენ
2018 წლის 4 ოქტომბერს, ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტებს ადამიანების მენეჯმენტის ტრენერი და ბიზნეს კონსულტანტი დავით გოგიჩაიშვილი შეხვდა. შეხვედრა მოდერაციის ფორმატში გაიმართა, რომლის ფარგლებშიც შემდეგი თემები განიხილეს:
- როგორ მივაღწიოთ დასახულ მიზანს;
- როგორ ვაქციოთ პიროვნება ნამდვილ ლიდერად;
- ზღვარი თავისუფლებასა და პასუხისმგებლობას შორის;
- როგორ ვისაუბროთ რომ მოუნდეთ ჩვენი მოსმენა;
- როგორ ვაკონტროლოთ თავისუფალი დრო;
- 21-ე საუკუნის აქტუალური გამოწვევები;
- როგორ დავიმეგობროთ სტრესი;
- რისკი და კომფორტის ზონა;
- მენეჯერის წარმატების ფორმულა;
- მარცხი, როგორც ტრამპლინი;
- მარცხი, როგორც წარმატების საწინდარი;
- როგორ დავმარცხდე ღირსეულად;
- მარცხი, როგორც მოტივატორი.