ევროპის უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მენეჯერის პოზიციაზე

ევროპის უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მენეჯერის პოზიციაზე

ევროპის უნივერსიტეტი არის მზარდი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება და გამოიჩევა ხარისხზე და განვითარებაზე ორიენტირებულობით.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

უმაღლესი განათლება (დოქტორის აკადემიური ხარისხი ჩაითვლება უპირატესობად)

ფუნქცია-მოვალეობები:

  • საგანმანათლებლო პროგრამების ხარისხის ამაღლება და მათი საერთაშორისო სტანდარტებთან მიახლოება;
  • სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის, აგრეთვე, მისი პერსონალის პროფესიული განვითარების ხარისხის სისტემატური და სისტემური შეფასება;
  • სწავლების ხარისხის მაღალ დონის უზრუნველყოფა სწავლის, სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდების დანერგვა;
  • ავტორიზაციის / აკრედიტაციის პროცესისათვის თვითშეფასების მომზადება;
  • უნივერსიტეტის ინტეგრაციის ხელშეწყობა უმაღლესი განათლების საერთო ევროპულ სივრცეში და ბოლონიის პროცესის პრინციპების განხორციელება;
  • სწავლების ხარისხის მაღალი დონის უზრუნველყოფა სწავლის, სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდების დანერგვის გზით;
  • აკადემიური პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება;
  • დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამების სრულყოფის, სწავლის ხარისხის ამაღლების, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განვითარების საკითხების შემუშავება;
  • საგანმანათლებლო პროგრამების პერიოდული შეფასება, მონიტორინგი და რეკომენდაციების შემუშავება მათი გაუმჯობესებისათვის;
  • სტუდენტთა მობილობის რეგულირების პროცესში მონაწილეობა;
  • ავტორიზაციისა და აკრედიტაციის პროცესებისათვის თვითშეფასების სისტემის მომზადება შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან თანამშრომლობით.
  • აკადემიური საბჭოსთვის დასამტკიცებლად წარდგენილი ჯანდაცვის მიმართულების პროგრამების უნივერსიტეტის მოთხოვნებთან, ავტორიზაციის ან/და აკრედიტაციის სტანდარტებთან შესაბამისობის
  • დადასტურება;
  • სტრუქტურული/საგანმანათლებლო ერთეულის, პერსონალის საქმიანობის კოორდინაცია და ზედამხედველობა;
  • უწყვეტი განათლების სისტემის დანერგვის ხელშეწყობა;
  • აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის პროფესიული განვითარების მიზნით სხვადასხვა სემინარის, ტრენინგის, სასწავლო და სასერტიფიკატო კურსების ორგანიზება;
  • პოტენციური დამსაქმებლების ჩართვის უზრუნველყოფა საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავების, გაუმჯობესების და სწავლების პროცესში.
ზოგადი უნარები
  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
  • ყურადღების კონცენტრირების მაღალი დონე;
  • საქმიანი ურთიერთობების წარმოების უნარ-ჩვევები;
  • სამუშაოს ვადების განსაზღვრისა და მისი ეფექტური მართვის უნარი;

სიახლეებისა და ცვლილებების დროულად მოპოვების და პროფესიულ საქმიანობაში შესაბამისად დანერგვის უნარი სამართლებრივი აქტები

  • საქართველოს კონსტიტუცია;
  • საქართველოს შრომის კოდექსი;
  • საქართველოს კანონი „უმაღლესი განათლების შესახებ;
  • საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის ბრძანება №99 /ნ ,,საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“;
  • საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 4 მაისის ბრძანება №65/ნ ,,საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“;
  • საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 0 დეკემბრის ბრძანება №120/ ნ ,,ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ;
  • საქართველოს განათლებისა და მეცნიერების 2007 წლის 5 იანვრის ბრძანება №3  ,,უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტებით გაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ“.

 

დამატებითი მოთხოვნები
  • ინგლისური ენის ცოდნა
  • უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება
  • სამედიცინო განათლება ჩაითვლება უპირატესობად
  • უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში მუშაობის გამოცდილება ან/და პროგრამის შემუშვება/განვითარებაში ჩართულობა ჩაითვლება დამატებით უპირატესობად.

 

სამუშაო პირობა
  • სრული განაკვეთი.
  • კონკურსის ეტაპები
  • განცხადების გადარჩევა
  • გასაუბრება

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე და დიპლომები შემდეგ ელექტრონულ, მისამართზე: info@eu.edu.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გააზიარე გვერდი: