ევროპის უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის სპეციალისტის პოზიციაზე

ევროპის უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის სპეციალისტის პოზიციაზე

ევროპის უნივერსიტეტი არის მზარდი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება და გამოიჩევა ხარისხზე და განვითარებაზე ორიენტირებულობით;

 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები

უმაღლესი განათლება (უპირატესობა მიენიჭება აპლიკანტს, რომელსაც აქვს განათლება ადამიანური რესურსების ან ფსიქოლოგიის დარში)

ფუნქცია-მოვალეობები:

  • უნივერსიტეტის მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად კვალიფიციური ადამიანური რესურსის მოზიდვა, შერჩევა/დაქირავების პროცესის ორგანიზებაში მონაწილეობის მიღება;
  • საკადრო საკითხებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შედგენა, წარმოება, შენახვა.
  • უნივერსიტეტის თანამშრომლების შრომით საქმიანობასთან დაკავშირებული პირადი საქმეების ადმინისტრირება.
  • შრომითი ხელშეკრულებების მომზადება და რეგისტრაციის უზრუნველყოფა.
  • ადამიანური რესურსების ელექტრონულ ბაზაში ინფორმაციის გენერირება და ადმინისტრირება.
  • თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებისათვის საჭირო ღონისძიებების ორგანიზებაში მონაწილეობის მიღება.
  • თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაოების შეფასების სისტემის ორგანიზება.
  • თანამშრომელთა გუნდური მუშაობის და მათ შორის არაფორმალური ურთიერთობების განვითარებისთვის ღონისძიებების ორგანიზებაში მონაწილეობის მირება.
  • თანამშრომელთათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფისათვის საჭირო ღონისძიებების დაგეგმვის ხელშეწყობა, საჭიროების შემთხვევაში სხდომის ოქმების შედგენა-წარმოება.
  • შემოსულ კორესპონდენციაზე პასუხის მომზადება კომპეტენციის ფარგლებში.
  • შეფასების პროცედურის შემუშავებაში მონაწილეობა;
  • თანამშრომელთა (ადმისნიტრაციული და დამხმარე პერსონალი, პროფესორების და მოწვეული ლექტორების) შერჩევის პროცესის  ადმინისტრაციული მხარდაჭერა.
  • შრომითი ხელშეკრულების გაფორმება და თანამშრომლების პირადი საქმის დოკუმენტების ტექნიკური უზრუნველყოფა.
  • თანამშრომელთა კმაყოფილების კვლევის ჩატარების ტექნიკური მხარდაჭერა.
  • თანამშრომელთა პროფესიული განვითარებისთვის ტრენინგების ორგანიზების ტექნიკური მხარდაჭერა.

 

ზოგადი უნარები
  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
  • ყურადღების კონცენტრირების მაღალი დონე;
  • საქმიანი ურთიერთობების წარმოების უნარ-ჩვევები;
  • სამუშაოს ვადების განსაზღვრისა და მისი ეფექტური მართვის უნარი;
  • სიახლეებისა და ცვლილებების დროულად მოპოვების და პროფესიულ საქმიანობაში შესაბამისად დანერგვის უნარი

 

სამართლებრივი აქტები
  • საქართველოს კონსტიტუცია;
  • საქართველოს შრომის კოდექსი;
  • საქართველოს კანონი „უმაღლესი განათლების შესახებ".

 

დამატებითი მოთხოვნები
  • ინგლისური ენის ცოდნა
  • უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტში  მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება დამატებით უპირატესობად;

 

სამუშაო პირობა
  •  სრული განაკვეთი.

 

კონკურსის ეტაპები
  • განცხადების გადარჩევა
  • გასაუბრება

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე და დიპლომები შემდეგ ელექტრონულ, მისამართზე: info@eu.edu.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

​​​​​​​განცხადების მიღება იწარმოებს 2018 წლის 10 ოქტომბრის ათვლით;

შედეგები გამოცხადდება არაუგვიანეს 2018 წლის 22 ოქტომბრისა.

გააზიარე გვერდი: