ევროპის უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსის პოზიციაზე
ევროპის უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსის პოზიციაზე
ევროპის უნივერსიტეტი არის მზარდი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება და გამოიჩევა ხარისხზე და განვითარებაზე ორიენტირებულობით;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
უმაღლესი განათლება; მაგისტრის ან მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი (უპირატესობა მიენიჭება აპლიკანტს, რომელსაც აქვს განათლება ადამიანური რესურსების ან ფსიქოლოგიის დარში)
ფუნქცია-მოვალეობები:
- უნივერსიტეტის მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად კვალიფიციური ადამიანური რესურსის მოზიდვა, შერჩევა/დაქირავების პროცესის ორგანიზება და მართვა.
- საკადრო საკითხებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შედგენა, წარმოება, შენახვა.
- თანამშრომლების შრომით საქმიანობასთან დაკავშირებული ურთიერთობების მართვა და სათანადო დოკუმენტების გაფორმება.
- უნივერსიტეტის პერსონალის პირადი საქმეების ადმინისტრირება.
- შრომითი ხელშეკრულებების მომზადება და რეგისტრაციის უზრუნველყოფა.
- ადამიანური რესურსების ელექტრონულ ბაზაში ინფორმაციის გენერირება და ადმინისტრირება.
- თანამშრომელთა კვალიფიკაციის განვითარების საჭიროებების გამოვლენა და კვალიფიკაციის ამაღლებისათვის საჭირო ღონისძიებების ინიცირება და ორგანიზება.
- სამუშაო აღწერილობების და საქმიანობის ინსტრუქციების მომზადება.
- თანამშრომელთა შეფასებისა და ანგარიშგების სისტემების შემუშავება. მათი მატერიალური და არამატერიალური მოტივაციის ასამაღლებელი სისტემების შემუშავება.
- თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაოების შეფასების სისტემის ორგანიზება.
- თანამშრომელთა მიერ შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებით დასმული საკითხების განხილვა და შესაბამისი რეაგირება.
- თანამშრომელთა გუნდური მუშაობის და მათ შორის არაფორმალური ურთიერთობების განვითარებისთვის ღონისძიებების ორგანიზება.
- თანამშრომელთა შორის შესაძლო კონფლიქტური სიტუაციების მართვა.
- თანამშრომელთათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფისათვის საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა.
- საჭიროების შემთხვევაში სხდომის ოქმების შედგენა-წარმოება.
- შემოსულ კორესპონდენციაზე პასუხის მომზადება კომპეტენციის ფარგლებში.
- შეფასების მოდელების ანალიზი, განხილვა, საუკეთესო მოდელის განსაზღვრაში მონაწილეობის მიღება;
- სტრუქტურული ერთეულების მიზნებისა და კომპეტენციების განსაზღვრაში მონაწილეობა;
- შეფასების პროცედურის შემუშავებაში მონაწილეობა;
- პროცესის მუდმივი მონიტორინგი და თანამშრომელთა მხარდაჭერა შეფასების საპილოტე და საბოლოო ვერსიის დანერგვისას;
- თანამშრომელთა სამუშაო აღწერილობების განახლება.
- ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების სფეროში საერთაშორისო კვლევებისა და უახლესი ტენდენციების გაცნობა;
- ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების პოლიტიკის გაუმჯობესებისთვის რეკომენდაციების შემუშავება;
- ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის შემუშავება;
- შერჩევის პროცესის მართვა (ადმისნიტრაციული და დამხმარე პერსონალი, პროფესორების და მოწვეული ლექტორების;
- შრომითი ხელშეკრულების გაფორმება და თანამშრომლების პირადი საქმის დოკუმენტების მართვა;
- თანამშრომელთა კმაყოფილების კვლევის ჩატარება და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;
- თანამშრომელთა პროფესიული განვითარებისთვის ტრენინგების დაგეგმვა/ორგანიზება;
- სამუშაო აღწერილობების მომზადება და განახლება.
ზოგადი უნარები
- ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
- ყურადღების კონცენტრირების მაღალი დონე;
- საქმიანი ურთიერთობების წარმოების უნარ-ჩვევები;
- სამუშაოს ვადების განსაზღვრისა და მისი ეფექტური მართვის უნარი;
- სიახლეებისა და ცვლილებების დროულად მოპოვების და პროფესიულ საქმიანობაში შესაბამისად დანერგვის უნარი
სამართლებრივი აქტები
- საქართველოს კონსტიტუცია;
- საქართველოს შრომის კოდექსი;
- საქართველოს კანონი „უმაღლესი განათლების შესახებ".
დამატებითი მოთხოვნები
- ინგლისური ენის ცოდნა არანაკლებ B2
- ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
- უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება დამატებით უპირატესობად;
სამუშაო პირობა
- სრული განაკვეთი.
კონკურსის ეტაპები
- განცხადების გადარჩევა
- გასაუბრება
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე და დიპლომები შემდეგ ელექტრონულ, მისამართზე: info@eu.edu.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
განცხადების მიღება იწარმოებს 2018 წლის 10 ოქტომბრის ათვლით;
შედეგები გამოცხადდება არაუგვიანეს 2018 წლის 22 ოქტომბრისა.