ევროპის უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე
ევროპის უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე
ევროპის უნივერსიტეტი არის მზარდი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება და გამოიჩევა ხარისხზე და განვითარებაზე ორიენტირებულობით;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
უმაღლესი განათლება
ფუნქცია-მოვალეობები:
- ლექტორების / პროფესორ-მასწავლებლების ლექციებზე გამოცხადების, ლექციების დაწყებისა და დასრულების დროის აღრიცხვა, ლექტორთა დაგვიანების შემთხვევაში მათთან ოპერატიული კომუნიკაცია;
- ლექტორის მიერ საკონსულტაციო საათების შესრულების აღრიცხვა;
- აკადემიური პერსონალის მიერ ფაქტიურად ჩატარებული ან გაცდენილი ლექცია-სემინარების აღრიცხვის წარმოება;
- ადმინისტრაციული პერსონალის მიერ შინაგანაწესისა და უნივერსიტეტის შიდასამართლებრივი აქტების შესრულების ზედამხედველობა
- სასწავლო პროცესის მიმდინარეობისთვის საჭირო ტექნიკური მხარის მონიტორინგი - შეფერხების აღმოჩენის შემთვევაში შესაბამისი სამსახურის/პირის მყისიერი ინფორმირება;
- სპეციალური საჭიროების მქონე სტუდენტების ადაპტირების ხელშეწყობა;
- კომპეტენციის ფარგლებში უნივერსიტეტში მატერიალურ-ტექნიკურ ბაზასთან არსებული პრობლემების იდენტიფიცირება და შესაბამისი სამსახურისთვის ინფორმაციის მიწოდება;
- ლექტორების, სტუდენტებისა და ადმინისტრაციას შორის ინფორმაციის ეფექტური გენერირებისა და კოორდინაციის ხელშეწყობა.
ზოგადი უნარები
- ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
- ყურადღების კონცენტრირების მაღალი დონე;
- საქმიანი ურთიერთობების წარმოების უნარ-ჩვევები;
- სამუშაოს ვადების განსაზღვრისა და მისი ეფექტური მართვის უნარი.
სამართლებრივი აქტები
- არ არის განსაზღვრული
დამატებითი მოთხოვნები
- ინგლისური ენის ცოდნა
- უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება დამატებით უპირატესობად.
სამუშაო პირობა
- სრული განაკვეთი.
კონკურსის ეტაპები
- განცხადების გადარჩევა
- გასაუბრება
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე და დიპლომები შემდეგ ელექტრონულ, მისამართზე: info@eu.edu.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
განცხადების მიღება იწარმოებს 2018 წლის 10 ოქტომბრის ათვლით;
შედეგები გამოცხადდება არაუგვიანეს 2018 წლის 22 ოქტომბრისა.