ევროპის უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე

ევროპის უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე

ევროპის უნივერსიტეტი არის მზარდი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება და გამოიჩევა ხარისხზე და განვითარებაზე ორიენტირებულობით;

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

უმაღლესი იურიდიული განათლება (არანაკლებ მაგისტრი ან მაგისტრთან გათანაბრებული);

ფუნქცია-მოვალეობები:

  • უნივერსიტეტის დოკუმენტაციის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად წარმოება;
  • სხვადასხვა დოკუმენტის ხელშეკრულებების, დებულებების, მემორანდუმების  და სხვა იურიდული დოკუმენტების - ბრძანების პროექტების განხილვა - მომზადება;
  • შემოსული დოკუმენტების,  სამართლებრივი აქტების პროექტების განხილვა და სამართლებრივი დასკვნების მომზადება 
  • უნივერისტეტის საქმიანობაში სამართლებრივი შესაბამისობის დადგენა არსებული და   წარმოდგენილი დოკუმენტაციის შემოწმება
  • იურიდიული კონსულტაციის გაწევა ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის უნივერისტეტში საქმიანობასთან დაკავშირებითუნივერსიტეტის წარმომადგენლობა სასამართლოსა და მესამე პირებთან ურთიერთობაში კანონმდებლობით დადგენილი წესით, რექტორის მიერ გაცემული მინდობილობის (რწმუნების) საფუძველზე
  • საჭიროებისას, სამართლებრივი დავების წარმოება სასამართლოსა და დავების განმხილველ სხვა ორგანოებში.

 

ზოგადი უნარები
  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
  • ყურადღების კონცენტრირების მაღალი დონე;
  • საქმიანი ურთიერთობების წარმოების უნარ-ჩვევები;
  • სამუშაოს ვადების განსაზღვრისა და მისი ეფექტური მართვის უნარი;
  • სიახლეებისა და ცვლილებების დროულად მოპოვების და პროფესიულ საქმიანობაში შესაბამისად დანერგვის უნარი

 

სამართლებრივი აქტები
  • საქართველოს კონსტიტუცია;
  • საქართველოს შრომის კოდექსი;
  • საქართველოს კანონი „უმაღლესი განათლების შესახებ";
  • უმაღლესი საგანმანათლებლო სფეროს კანონქვემდებარე აქტების ცოდნა;
  • უნივერსიტეტის სამართლებრივი აქტების ცოდნა.

 

დამატებითი მოთხოვნები
  • ინგლისური ენის ცოდნა არანაკლებ B2 დონეზე;
  • იურისტად მუშაობის მინიმუმ 4 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში იურიდიულ სამსახურში  მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება დამატებით უპირატესობად;
  • საადვოკატო საქმიანობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

 

სამუშაო პირობა
  •  სრული განაკვეთი.
 
კონკურსის ეტაპები
  • განცხადების გადარჩევა
  • გასაუბრება

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე და დიპლომები შემდეგ ელექტრონულ, მისამართზე: info@eu.edu.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

განცხადების მიღება იწარმოებს 2018 წლის 10 ოქტომბრის ათვლით;

შედეგები გამოცხადდება არაუგვიანეს 2018 წლის 22 ოქტომბრისა.

 

 

გააზიარე გვერდი: