ევროპის უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე

ევროპის უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე

ევროპის უნივერსიტეტი არის მზარდი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება და გამოიჩევა ხარისხზე და განვითარებაზე ორიენტირებულობით;

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

უმაღლესი განათლება (ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხი მარკეტინგის მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად)

ფუნქცია-მოვალეობები:

  • მარკეტინგული გეგმების შექმნა და კონტროლი;
  • ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრის კვლევა;
  • პრეზენტაციების, რეკლამების და კომერციული წინადადებების მომზადება;
  • ჩატარებული მარკეტინგული აქტივობების ეფექტიანობის კვლევა.

 

ზოგადი უნარები
  • კრეატიული, ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
  • ყურადღების კონცენტრირების მაღალი დონე;
  • საქმიანი ურთიერთობების წარმოების უნარ-ჩვევები;
  • სამუშაოს ვადების განსაზღვრისა და მისი ეფექტური მართვის უნარი;
  • სიახლეებისა და ცვლილებების დროულად მოპოვების და პროფესიულ საქმიანობაში შესაბამისად დანერგვის უნარი

 

სამართლებრივი აქტები
  • არ არის განსაზღვრული

 

დამატებითი მოთხოვნები
  • ინგლისური ენის ცოდნა არანაკლებ B2 დონეზე;
  • მარკეტინგის მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მარკეტინის მენეჯერის პოზიციაზე  მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება დამატებით უპირატესობად;

 

სამუშაო პირობა
  •  სრული განაკვეთი.

 

კონკურსის ეტაპები
  • განცხადების გადარჩევა
  • გასაუბრება

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე და დიპლომები შემდეგ ელექტრონულ, მისამართზე: info@eu.edu.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

განცხადების მიღება იწარმოებს 2018 წლის 10 ოქტომბრის ათვლით;

შედეგები გამოცხადდება არაუგვიანეს 2018 წლის 22 ოქტომბრისა.

 

გააზიარე გვერდი: