ევროპის უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას დიპლომირებული მედიკოსის ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელის პოზიციაზე

ევროპის უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას დიპლომირებული მედიკოსის ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელის პოზიციაზე

ევროპის უნივერსიტეტი არის მზარდი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება და გამოიჩევა ხარისხზე და განვითარებაზე ორიენტირებულობით;

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები
  • მედიცინის დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; 
  • ინგლისური ენის ცოდნა არანაკლებ C1 დონეზე;
  • მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამის დარგობრივი მახასიათებლის ცოდნა;
    ინტეგრირებული კურიკულუმის შემუშავების მეთოდოლოგიის ცოდნა;
    OSCE - ობიექტურად სტრუქტუირებული კლინიკური გამოცდის წარმართვის მეთოდოლოგია;
    საგანმანათლებლო პროგრამების და დარგობრივი სტანდარტების შემუშავების შესახებ საერთაშორისო პრაქტიკის ცოდნა.

 

ფუნქცია-მოვალეობები
  • აკადემიური/მოწვეული პერსონალის ჩართულობის უზრუნველყოფა საგანმანათლებლო პროგრამის/პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებაში;
  • საგანმანათლებლო პროგრამის მუდმივ განვითარებაზე სრუნვა;
  • ფაკულტეტის საბჭოზე საგანმანათლებლო პროგრამის/პროგრამების განხილვაში და აკადემიური საბჭოს სხდომაზე საგანმანათლებლო პროგრამის დამტკიცების, მოდიფიცირების პროცესში მონაწილეობა;
  • კრედიტების თავსებადობის დადგენის პროცესში შესაბამისი ფაკულტეტის პერსონალთან ერთად თანამშრომლობა;
  • პროგრამის მაღალკვალიფიციური კადრებით დაკომპლექტებაზე ზრუნვა;
  • პროგრამის ფარგლებში პერსონალის შეფასებასა და განვითარებაში მონაწილეობის მიღება;
  • სასწავლო კურსების სილაბუსების მონიტორინგი და მათი ახალ სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენა და პერიოდული განახლების კოორდინაცია;
  • სტუდენტების მიღწევების გასაუმჯობესებლად ეფექტური სასწავლო პროცესის დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება და მათთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება/კონსულტაციის გაწევა;
  • სტუდენტების კვლევით და პრაქტიკულ საქმიანობებში ჩართულობის უზრუნველყოფა;
  • სტუდენტებსა და აკადემიურ/მოწვეულ პერსონალს შორის ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა;
    ხარისხის უზრუნველყოფის ღონისძიებებში მონაწილეობა;
  • გაწეული მუშაობის შესახებ პერიოდული ანგარიშის წარდგენა დეკანისთვის წერილობითი ფორმით;
    აკადემიურ პერსონალთან კომუნიკაცია და მათი ჩართულობის უზრუნველყოფა ხარისხის გაუმჯობესების ღონისძიებებში.
  • პროგრამის შეფასებისა და განვითარების დოკუმენტების (თვითშეფასების ანგარიში, პროგრამის/მიმართულების განვითარების გეგმა და სხვა) შემუშავებაში მონაწილეობა.
    პროგრამის ფარგლებში საჭირო მატერიალური რესურსის შეფასება და საჭირო რესურსების შესახებ ნუსხის წარდგენა ფაკულტეტის დეკანისთვის;
  • ახალი სასწავლო და სამეცნიერო ლიტერატურის შერჩევის  კოორდინაცია.

 

ზოგადი უნარები
  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
  • ყურადღების კონცენტრირების მაღალი დონე;
  • საქმიანი ურთიერთობების წარმოების უნარ-ჩვევები;
  • სამუშაოს ვადების განსაზღვრისა და მისი ეფექტური მართვის უნარი;
  • სიახლეებისა და ცვლილებების დროულად მოპოვების და პროფესიულ საქმიანობაში შესაბამისად დანერგვის უნარი

​​​​​​​

სამართლებრივი აქტები
  • საქართველოს კანონი „უმაღლესი განათლების შესახებ".
  • ,,როვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბერის №120/ნ ბრძანება;
  • ,,საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 4 მაისის №65/ნ ბრძანება;
  • ,,უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტებით გაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 5 იანვრის №3 ბრძანება;
     
დამატებითი მოთხოვნები
  • უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება
  • უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პროგრამის შემუშვება/განვითარებაში ჩართულობა/ხელმძღვანელობა ან/და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება დამატებით უპირატესობად.

 

სამუშაო პირობა
  •  არასრული განაკვეთი.

 

კონკურსის ეტაპები
  • განცხადების გადარჩევა
  • გასაუბრება

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე და დიპლომები შემდეგ ელექტრონულ, მისამართზე: info@eu.edu.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

​​​​​​​განცხადების მიღება იწარმოებს 2018 წლის 10 ოქტომბრის ათვლით;

შედეგები გამოცხადდება არაუგვიანეს 2018 წლის 22 ოქტომბრისა.

 

გააზიარე გვერდი: