ევროპის უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას სასწავლო პროცესის მენეჯერის კოორდინატორი

ევროპის უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას სასწავლო პროცესის მენეჯერის კოორდინატორი - 2 ვაკანსია

ევროპის უნივერსიტეტი არის მზარდი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება და გამოიჩევა ხარისხზე და განვითარებაზე ორიენტირებულობით;

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

უმაღლესი განათლება;

ფუნქცია-მოვალეობები:

  • სტუდენტთა ინფორმირება -  შეფასებების, სასწავლო ცხრილების, სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ საკითხებზე, მათ შორის არჩევითი სასწავლო კურსების შესახებ;
  • სტუდენტების პირადი საქმის წარმოება არსებული წესით;
  • სასწავლო გრაფიკებში ცვლილებებთან დაკავშირებით სტუდენტების /ლექტორების დროული ინფორმირება;
  • სტუდენტებისათვის მოთხოვნის შესაბამისად  სწავლის დამადასტურებელი ცნობების და სხვა შესაბამისი დოკუმენტების მომზადება არსებული წესით;
  • ლექტორების / პროფესორ-მასწავლებლების ლექციებზე გამოცხადების, ლექციების დაწყებისა და დასრულების დროის აღრიცხვა, ლექტორთა დაგვიანების შემთხვევაში მათთან ოპერატიული კომუნიკაცია;
  • აკადემიური პერსონალის მიერ ფაქტიურად ჩატარებული ან გაცდენილი ლექცია-სემინარების აღრიცხვის წარმოება და წარდგენა მენეჯერთან არსებული წესის შესაბამისად;
  • სასწავლო პროცესის მიმდინარეობის მონიტორინგი - შეფერხების აღმოჩენის შემთვევაში მენეჯერის მყისიერი ინფორმირება;
  • სტუდენტების სასწავლო პროცესში ინტეგრირების ხელშეწყობა;
  • სტუდენტების და პროფესორ-მასწავლებლებისათვის სასწავლო პროცესთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდება / კონსულტაციის გაწევა;
  • კურსდამთავრებულების დიპლომის დანართის  მომზადება და გადაცემა  არსებული წესით მენეჯერისათვის
  • მენეჯერისათვის  დახმარების გაწევა საორგანიზაციო საკითხებში;
  • კონფერენციების, სასწავლო სემინარების, ღია ლექციების ტექნიკური მხარდაჭერა;
  • ფაკულტეტის საბჭოს სხდომების საორგანიზაციო საკითხების კოორდინირება.

 

ზოგადი უნარები
  • ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
  • ყურადღების კონცენტრირების მაღალი დონე;
  • საქმიანი ურთიერთობების წარმოების უნარ-ჩვევები;
  • სამუშაოს ვადების განსაზღვრისა და მისი ეფექტური მართვის უნარი.

 

სამართლებრივი აქტები
  • უნივერსიტეტის შიდა სამართლებრივი აქტები, რაც დაკავშირებულია სასწავლო პროცესის მართვასთან.

 

დამატებითი მოთხოვნები
  • ინგლისური ენის ცოდნა
  • უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება დამატებით უპირატესობად.

 

სამუშაო პირობა
  • სრული განაკვეთი.

 

კონკურსის ეტაპები
  • განცხადების გადარჩევა
  • გასაუბრება

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე და დიპლომები შემდეგ ელექტრონულ, მისამართზე: info@eu.edu.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

 განცხადების მიღება იწარმოებს 2018 წლის 10 ოქტომბრის ათვლით;

შედეგები გამოცხადდება არაუგვიანეს 2018 წლის 22 ოქტომბრისა.

 

გააზიარე გვერდი: