ევროპის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წევრები და ვიცე-რექტორი სტუდენტებს შეხვდნენ
2018 წლის 10 ოქტომბერს, ევროპის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წევრები უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ. შეხვედრაზე სტუდენტებმა გაიცნეს უნივერსიტეტის ახალ ვიცე-რექტორი - თამარ კერძაია, რომელმაც, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის თანამშრომლებთან ერთად, სტუდენტებს სამომავლო გეგმები გააცნო.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო შემდეგ საკითხებს:
- სტუდენტური კონკურსის პირობები;
- პრაქტიკის ცენტრების წარდგენა;
- სტუდენტთა როლი უნივერსიტეტის ხარისხის ამაღლებაში;
- სპორტული, კულტურული და სხვა სტუდენტური გუნდების წარდგენა;
- სტუდენტური ფინანსური მხარდაჭერის ღონისძიებები;
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, რომლის ფარგლებშიც, უნივერსიტეტის სტუდენტებს მათთვის საინტერესო საკითხების წინ წამოწევის შესაძლებლობა ჰქონდათ. ღონისძიების დასასრულს, დაისახა გეგმები სხვადასხვა მიმართულებით.