EU-ს მედიცინის კვირეულის ფარგლებში, დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამის აკადემიური პერსონალისთვის ტრენინგი ტარდება

2018 წლის 15 ოქტომბრიდან, ევროპის უნივერსიტეტის მედიცინის კვირეულის ფარგლებშიდიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამის აკადემიური პერსონალი ესწრება ტრენინგს თემაზე "სწავლებისა და შეფასების მეთოდები სამედიცინო განათლებაში". ტრენინგს სამი დღის განმავლობაში სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის მოწვეული საერთაშორისო ექსპერტები - დოქტორი კიტ ელიოტი (დიდი ბრიტანეთი) და დოქტორი აიან კალისკანი (თურქეთი) უძღვებიან. 

ღონისძიების ფარგლებში, ტრენინგი და ჯგუფური მუშაობა შემდეგ საკითხებს შეეხება:

  • პრობლემაზე დაფუძნებული სწავლების შემუშავება და დანერგვა;
  • კითხვარების შემუშავების პრინციპები და მეთოდები;
  • სტუდენტების კლინიკური აზროვნების შეფასების მეთოდები.
გააზიარე გვერდი: