ევროპის უნივერსიტეტის სიმღერის გუნდი მიღებას აცხადებს
ევროპის უნივერსიტეტის სიმღერის გუნდი, რომელიც მღერის, როგორც ქართულ, ისე უცხოურ სიმღერებს, აცხადებს მიღებას. დაინტერესების შემთხვევაში, უნდა მობრძანდეთ თვითმმართველობის ოთახში - 209-ე აუდიტორია.
გუნდის მიზანია სტუდენტური ცხოვრების წახალისება და წარმატების მიღწევა მუსიკალური კულტურის დახმარებით. გუნდის სამომავლო გეგმები გამომდინარეობს გუნდის ფორმატიდან - შემადგენლობა მუდმივად განახლებადი და მზარდია. გუნდის ძირითადი მიზანია აამაღლოს უნივერსიტეტის ცნობადობა კულტურული აქტივობების თვალსაზრისით, რაც გამოიხატება გუნდის ჩართულობით კონცერტებში, საზაფხულო ბანაკებში, სხვადასხვა კონკურსსა და ფესტივალში.
- საკონტაქტი პირი: მეგი მეტივიშვილი - ელ-ფოსტა: m.metivishvili@eu.edu.ge; ტელ: 595-16-16-45
- გაიცანით EU სიმღერის გუნდი ამ ბმულზე.