ევროპის უნივერსიტეტში სტარაკადემის წარმომადგენლები სტუდენტებს შეხვდნენ

2018 წლის 17 ოქტომბერს, ევროპის უნივერსიტეტში სტარაკადემის წარმომადგენლები სტუდენტებს შეხვდნენ და ის პროგრამები გააცნეს, რომლებიც აშშ-ში მოგზაურობასა და მუშაობას ითვალისწინებს.

შეხვედრაზე შემდეგ პროგრამებზე ისაუბრეს:

  • პროგრამა "იმუშავე და იმოგზაურე აშშ-ში", რომელიც აშშ-ს საერთაშორისო გაცვლითი პროგრამების საბჭოს (CIEE - ამერიკის სენატის მიერ აღიარებული ორგანიზაცია) მხარდაჭერით ხორციელდება. პროგრამის ფარგლებში, სტუდენტებს ეძლევათ შესაძლებლობა, საზაფხულო არდადაგების პერიოდში დასაქმდნენ და იმოგზაურონ აშშ-ში. 
  • "ასწავლე ინგლისური საზღვარგარეთ" - ეს არის უნიკალური სასერტიფიკაციო პროგრამა მათთვის, ვისაც სურს მიიღოს საგანმანათლებლო სფეროში მუშაობის გამოცდილება. პროგრამა ხორციელდება მსოფლიოში ყველაზე მასშტაბურ სასერტიფიკაციო პლატფორმა TESOL - თან თნამშრომლობით. ნებისმიერ მსურველს, ვინც იცის ინგლისური საშუალოზე მაღალ დონეზე, აქვს შესაძლებლობა 3 თვიდან ერთი წლის განმავლობაში ასწავლოს ინგლისური ჩინეთისა და ტაილანდის სასწავლო დაწესებულებებში. 
გააზიარე გვერდი: