ევროპის უნივერსიტეტის პროფესორებმა მონაწილეობა მიიღეს დავგაპილსის უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში
2018 წლის 12-13 ოქოტომბერს ევროპის უნივერსიტეტის პროფესორებმა გოჩა თუთბერიძემ და გივი ბედიანაშვილმა მონაწილეობა მიიღეს დავგაპილსის უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ მე-13 საერთაშორისო კონფერენციაში სოციალური მეცნიერებები და რეგიონული განვითარება 2018.
- გოჩა თუთბერიძე - თემა: „გლობალური ფინანსური კრიზისის მიზეზები და შედეგები“
- გივი ბედიანაშვილი - თემა: „სამეწარმეო საქმიანობა და სოციალურ ეკონომიკური განვითარება: ინსტიტუციური და სოციო-კულტურული ასპექტები“
ვიზიტის ფარგლებში, პროფესორ გივი ბედიანაშვილს ჰქონდა შესაძლებლობა ევროპის უნივერსიტეტის მიერ დავგაპილსის უნივერსიტეტში მობილობით გაგზავნილ სტუდენტ ნათია გელაშვილს შეხვედროდა. ის ასევე შეხვდა დავგაპილსის უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას ევროპის უნივერსტიტეტთან საქმიანი კონტაქტების შემდგომი განვითარების მიზნით, როგორც სწავლის პროცესებში, ასევე კვლევით საქმიანობაში. შეხვედრაზე გამოითქვა მოსაზრება ევროპის უნივერსიტეტის მიერ ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენციის („ბიზნესი და ეკონომიკა: გამოწვევები გლობალიზაციის თანამედროვე პირობებში“) ფორმატში მოეწყოს დავგაპილსის პროფესორ-მასწავლებლების ჩართვა ინტერნეტ-კონფერენციის რეჟიმში.