EU-ს მედიცინის კვირეულის ფარგლებში, დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამის აკადემიური პერსონალისთვის ტრენინგი ჩატარდა
2018 წლის 15-17 ოქტომბერს, ევროპის უნივერსიტეტის მედიცინის კვირეულის ფარგლებში, დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამის აკადემიური პერსონალი დაესწრო ტრენინგს თემაზე "სწავლებისა და შეფასების მეთოდები სამედიცინო განათლებაში". ტრენინგს სამი დღის განმავლობაში სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის მოწვეული საერთაშორისო ექსპერტები - დოქტორი კიტ ელიოტი (დიდი ბრიტანეთი) და დოქტორი აიან კალისკანი (თურქეთი) უძღვებოდნენ.
ღონისძიების ფარგლებში, ტრენინგი და ჯგუფური მუშაობა შემდეგ საკითხებზე მიმდინარეობდა:
- პრობლემაზე დაფუძნებული სწავლების შემუშავება და დანერგვა;
- კითხვარების შემუშავების პრინციპები და მეთოდები;
- სტუდენტების კლინიკური აზროვნების შეფასების მეთოდები.
ტრენინგის დასრულების შემდეგ, საერთაშორისო ესპერტებმა მადლობა გადაუხადეს თითოეულ მონაწილეს და სერტიფიკატები გადასცეს მათ.