USAID-ის პროექტი "სამეწარმეო განათლების მხრადაჭერა ევროპასა და ევრაზიაში" - კონკურსი აკადემიური პერსონალისთვის

ევროპის უნივერსიტეტსა და ორგანიზაცია ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველოს თანამშრომლობის ფარგლებში, შესაძლებელი გახდა მეწარმეობის სწავლების უნიკალური მეთოდის ინტეგრირება ევროპის უნივერსიტეტის სალექციო კურსებთან. ვინაიდან ორგანიზაცია ამჟამად ახორციელებს აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტს - სამეწარმეო განათლების მხრადაჭერა ევროპასა და ევრაზიაში, შესაძლებელი გახდა პროექტში ევროპის უნივერსიტეტის სამივე ფაკულტეტის აკადემიური პერსონალიდან შერჩეული თითო თანამშრომლის ჩართვა. აღნიშნულის შემდეგ,  პროგრამაში სტუდენტებიც ჩაერთვებიან.

თანამშრომლობის ფარგლებში, ჯუნიორ ეჩივმენტი უზრუნველყოფს:

  • ევროპის უნივერსიტეტის ლექტორის/პედაგოგის მომზადებას;
  • ევროპის უნივერსიტეტის ლექტორის/პედაგოგის ჩართვას სხვადასხვა სამუშაო შეხვდრაში;
  • ყველა ლექტორის/მასწავლებლისთვის და მოსწავლისათვის საჭირო რესურსებს და მასალებს;
  • ადგილობრივ და საერთაშორისო შეჯიბრებებში, გამოფენა-გაყიდვებსა და ინოვაციების ბანაკებში მონაწილეობას;
  • 25 წლამდე ახლაგაზრდების ჩართვას Entrepreneurship Skill Pass (ESP)-ის საერთაშორისო სერტიფიცირებაში.

ევროპის უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს, რომელიც დაინტერესებულია აღნიშნული პროექტით, გთხოვთ,  2018 წლის 25 ოქტომბრამდე გამოგზავნოთ პროექტში ჩართვის მოთხოვნა (საკონტაქტო ინფორმაციის მითითებით) ელ-ფოსტაზე: n.bakradze@eu.edu.geუნივერსიტეტის კარიერის ცენტრი უზრუნველყოფს თქვენს მოხვედრას ერთდღიან ტერინინგზე, რომელიც ოქტომბრის ბოლო რიცხვებში დიდუბის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება. ტრენინგის ბოლოს, ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველო გასცემს კურსის სრულად გავლის საერთაშორისო სერტიფიკატს, რომელიც ცნობადია 123 ქვეყანაში.  

ჯუნიორ ეჩივმენტი საქართველო ხელს უწყობს მეწარმეობის, ფინანსური წიგნიერების და დასაქმებისთვის მზაობის უნარების განვითარებას ახალგაზრდებში. მისი პროგრამები მსოფლიოში 1919 წლიდან ხორციელდება. ჯუნიორ ეჩივმენტს აქვს მეწარმეობის სწავლების უნიკალური მეთოდი, რომლის ინტეგრირება ადვილად შესაძლებელია სხვადასახვა სალექციო კურსთან, როგორც პრაქტიკული დანამატი. განსაკუთრებით კარგად შესაძლებლია ინტეგრირდეს ბიზნესის და მეწარმეობის შესავალ კურსთან, სტარტ-აფ და ფაბ-ლაბების პროგრამასთან. 

თანამდროვე გამოწვევების შესაბამისად, მეწარმეობის სწავლებას დაემატა ციფრული ტექნოლოგიებით სერტიფიცირება - Entrepreneurship Skill Pass (ESP)-ის საერთაშორისო პლატფორმა, რომელიც ახალგარდას აძლევს დასტურს, რომ მას აქვს სამუშაო გამოცდილება და სამეწარმეო პრაქტიკა.

  • The Entrepreneurial Skills Pass (ESP) არის სამეწარმეო უნარ-ჩვევების სერტიფიცირება ევროპული სტანდარტებით 15-25 წლამდე მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის, რომლებიც გაივლიან მეწარმეობის პროგრამას და შეიძენენ ისეთ საჭირო უნარ-ჩვევებსა და კომპეტენციებს, რაც დაეხმარებათ მათ საკუთარი ბიზნესის დაწყებაში ან წარმატებით დასაქმებაში.  

  • ESP  მოსწავლეს აძლევს სტანდარტიზებული ფორმის დასტურს, რომ ის ფლობს მეწარმეობრივ უნარებს და კომპეტენციებს, რისი ფლობაც კონკრენტულ უპირტესობას სძენს სამუშო ბაზარზე შესვლისას, ასევე ამაღლებს დასაქმებულთა რიცხვს და დამსაქმებლებს სთავაზობს ნათელ სურათს პოტენციური კანდიდატების შესახებ.  

გააზიარე გვერდი: