"სისხლის სამართლის პრობლემები და გამოწვევები" - კონფერენცია ფლორიდის შტატის მოსამართლის ხელმძღვანელობით გაიმართა

2018 წლის 24 ოქტომბერსევროპის უნივერსიტეტში სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენცია სისხლის სამართლის პრობლემები და გამოწვევები ფლორიდის შტატის მოსამართლის - მარკ სპეისერის ხელმძღვანელობით გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში, სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებმა სამართლის აქტუალურ საკითხებზე მომზადებული მოხსენებები წარადგინეს, რომელთა ძირითადი თემები იყო:

  • მარიხუანას ლეგალიზება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში;
  • ევთანაზია;
  • სიკვდილით დასჯა.

მომხსენებლების პრეზენტაციების შემდეგ, ამერიკელმა მოსამართლემ  უმცროს კოლეგებს თავისი გამოცდილება გაუზიარა, მათი ნაშრომები შეაფასა, მაღალი შეეფასების მქონე სტუდენტებს კი სერტიფიკატები გადასცა.

მარკ სპეისერის ვიზიტის ფარგლებში, ევროპის უნივერსიტეტის სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებისთვის, ჩატარდა საჯარო ლექცია  თემაზე - მარიხუანას საკანონმდებლო რეგულაციები აშშ-ში. ამერიკელმა მოსამართლემ სტუდენტებს თავისი სამოსამართლო პრატიკიდან, აღნიშნულ თემასთან დაკავშირებული საინტერესო მაგალითები და აშშ-ს სხვადასხვა შტატის რეგულაციები გააცნო. მოგვიანებით, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. 

მარკ სპეისერს უმაღლესი განათლება ვაშინგტონის ამერიკის უნივერსიტეტში აქვს მიღებული, რის შემდეგაც, 1972 წელს - ჩრდილოეთ კაროლინის, 1976 წელს კი ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული გახდა. სპეისერი აშშ-ს პროკურატურაში, იუსტიციის სამინისტროში, წარმომადგენელთა პალატასა და საოლქო სასამართლოში სხვადასხვა თანამდებობას წლების განმავლობაში იკავებდა. სპეისერს ლექციები მსოფლიოს არაერთ წამყვან უნივერსიტეტში აქვს ჩატარებული, მათ შორის: ჩეხეთის მასარიკის უნივერსიტეტში, ტალინის სამართლის სკოლის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში, უკრაინის დნეპროპეტროვსკის უნივერსიტეტში, მინსკის უნივერსიტეტში, ბელორუსის უნივერსიტეტში, აშშ-ს სხვადასხვა შტატის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და სხვ. ევროპის უნივერსიტეტის მოწვევით, მარკ სპეისერი საქართველოს უკვე მეოთხედ ეწვია.

 

გააზიარე გვერდი: