ევროპის უნივერსიტეტსა და საქართველოს ნოტარიუსთა პალატას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

2018 წლის 16 ნოემბერს, საქართველოს ნოტარიუსთა პალატის თავდჯომარე, მარიკა გოგოლაძე ევროპის უნივერსიტეტის სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდა. ღონისძიების მთავარი თემა იყო პროფესია ნოტარიუსი. შეხვედრაზე შემდეგ საკითხებზე ისაუბრეს:

  • რას ნიშნავს იყო ნოტარიუსი;
  • რა არის საჭირო იმისთვის, რომ გახდე ნოტარიუსი;
  • ზოგადი მიმოხილვა ნოტარიუსის პროფესიის შესახებ.

სტუდენტებთან შეხვედრის შემდეგ, ევროპის უნივერსიტეტსა და საქართველოს ნოტარიუსთა პალატას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
 

გააზიარე გვერდი: